13-08-2019
არ არის ეს კაცი ადეკვატური, თავისი დასავლეთის ნეოკოლონიალისტური კრიტიკითა და კისინჯერზე ღლიცინით,-ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელშო წერს და მიხეილ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუდან ამონარიდს იხსენებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, შეარჩენენ თუ არა პუტინს სკანდინავიურ ქვეყანაზე თავდასხმას, სააკაშვილი პასუხობს, რომ სკანდინავიის პატარა ქვეყნის მოსახლეობა თავიანთ კეთილდღეობასა და მომავალსმიწის პატარა ნაგლეჯის გულისთვის საფრთხის ქვეშ არ დააყენებს და თუნდაც დააყენონ, ისინი დამარცხდებიან.
,,აქ ზოგიერთ ცხელ თავებს იმედზე ფილმი არ მოეწონათ აგვისტოს ომზე. ვიზუალურ-ესთეტიურად კი არა, შინაარსობრივად არ მოეწონათ.
(ჩაგელიშვილის ფილმებზე არ ვიცი რა აზრი აქვთ, არ შემხვედრია არსად). ეტყობა მშვიდ და რაციონალურ ვითარებაში სურთ საკითხის გარკვევა. კეთილი. აქ არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუ პირდაპირ აგვისტოს ომზე. არც კი ვიცი რომელი პასაჟი უნდა ამოვიღო, ყველა აბზაცი უბრალოდ თვითაღიარებაა და გამაოგნებელ შინაარსს ატარებს. მის განხილვას მგონი ცალკე ფილმი უნდა მიეძღვნას. ავიღოთ ეს ნაწილი:“სერიოზულად ფიქრობთ, რომ პუტინს სკანდინავიურ ქვეყანაზე თავდასხმას შეარჩენენ? მათზე არ ვრცელდება ნატოს მეხუთე მუხლი. სკანდინავიის პატარა ქვეყნის მოსახლეობა კი თავიანთ კეთილდღეობასა და მომავალს მიწის პატარა ნაგლეჯის გულისთვის საფრთხის ქვეშ არ დააყენებს. და თუნდაც დააყენონ, ისინი დამარცხდებიან. მე მახსოვს, შვედეთის გენერალური შტაბის უფროსი აცხადებდა, რუსეთი თუ დაგვესხმება თავს, 10 დღეში დაგვამარცხებენო. ამის გათვალისწინებით, რომელი არჩევანი უფრო მიმზიდველია პრაგმატული შვედებისთვის: დამარცხდეს ომში, რომელიც შეიწირავს 20000-მდე ადამიანის სიცოცხლეს თუ უბრალოდ მიმართონ დიპლომატიურ, სამართლებრივ გზებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად? ვფიქრობ, ცხადია, თუ რომელ ვარიანტს მიანიჭებენ ისინი უპირატესობას",- იხსენებს გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.
"ანუ ხვდებოდი ამდენს? პლიუს რომ გეუბნებოდნენ დაოკდიო? რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან, რომ გარისკე, ითამაშე, კარგი გინდოდა, მაგრამ წააგე? ტრაგედიაა რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ აქტუალურია და მის გარშემო ტრიალებს ოპოზიციური ორბიტა",- წერს გურამ ნიკოლაშვილი.