გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ინფრასტრუქტურის განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს

13-08-2019

ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება არის მთავრობის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური, სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ათვისება, მეორე - შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო და მესამე - ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სიღარიბეს. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და პროექტების დასრულების შემდეგ ქართულ ბიზნესს მიეცეს საშუალება, გახადონ თავიანთი ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი.

„ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება ჩვენ განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი“, - განაცხადა მამუკა ახტაძემ.
პრემიერის თქმით, მეორე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

„რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930