გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: „რუსთავი 2“-ის გასხვისებასთან დაკავშირებით ოპონენტების ნაწილის მიერ გაკეთებული შეფასებები ზღაპრებია

13-08-2019

საქართველოში აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და მედიის

თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს„რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ მედიაპლურალიზმი და თავისუფლება არის გარანტი იმისა, რომ საქართველო განვითარებას გააგრძელებს.

“მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ეს არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი,რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ესმის“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის გასხვისებასთან დაკავშირებით ოპონენტების ნაწილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ზღაპრები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შექმნით არიან დაკავებული.

„სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები აგრძელებენ მსგავსი კონსპირაციული თეორიებით საუბარს. საზოგადოება, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აკეთებს ჯანსაღ შეფასებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930