13-08-2019
ბატონი კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ, იმ საქმეებზე, რომლებთანაც მისი გვარი ასოცირდებოდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და მე არ ვთვლი, რომ ჩემგან საჭიროა ამ ერთმნიშვნელოვან შეფასებაზე რამის დამატება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დავით კეზერაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით და ეს შეფასებები რაიმეს დამატებას არ საჭიროებს.