გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძარცვის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

13-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1984 წელს დაბადებული ლ.ნ., 1970 წელს დაბადებული რ.ა. და 1970 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ლ.ნ.-მ (მეტსახელად „ჭინტორა“) და წარსულში გამოძალვისა და სხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.ა.-მ მოქალაქე ა.მ-ს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაართვეს კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები. ამის შემდეგ ბრალდებულები მას დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორების, პირადი და ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთი კვირის ვადაში 11 000 ლარამდე თანხის მიტანას სთხოვდნენ.

სამართალდამცველებმა ლ.ნ. და რ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს - ვ.ს.-ს, იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

გამოძიება გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე, 143-ე, 178-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930