14-08-2019
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის - ბესიკ ამირანაშვილის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონში რაგბის განვითარებაზე და სარაგბო ნაკრებ ,,ტაოს" პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რეგიონში მოქმედი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რწმუნებულის მოადგილე, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი ხელისუფლების და სარაგბო ნაკრებ ,,ტაოს" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს რეგიონის კლუბის მხარდასაჭერად სხვადასხვა სასპონსორო შეთავაზება წარედგინა.
ასევე, ხაზი გაესვა ასპინძაში საქველმოქმედო ასოციაცია „ატუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზის მნიშვნელობას, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სარეკრეაციო ზონებით - რეგიონში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას უწყობს ხელს.
მოგვიანებით, შეხვედრის მონაწილეები ერეკლე II-ს სახელობის, გარდამავალი თასის მოსაპოვებლად გამართულ მატჩს დაესწრნენ, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის „ტაო“ და თელავის „თელავი" ასპარეზობდნენ. თამაში 44-14 ,,ტაოს" გამარჯვებით დასრულდა.