გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომი საერთო ტკივილია, რომელიც ერთობლივად უნდა დავძლიოთ

14-08-2019

ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთოფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაური აფხაზეთის ომის 27 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და უდიდესი ტკივილა თითოეული მოქალაქისთვის.

“ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ეს იყო ძმათამკვლელი ომი და ეს საერთო ტკივილია, რომელიც ერთობლივად უნდა დავძლიოთ. დარწმუნებული ვარ, მშვიდობით და განვითარებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930