გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

14-08-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, გაფრინდაულის, ყიფიანის, გვეტაძის, ბოხუას, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 16 საათამდე მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის ნაკვეთების, მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, მიხა ხელაშვილის, სანზონის, ღრმაღელეს, სანერგეს, ქსნის, ჩარგლის, ქვიშხეთის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ავალიშვილის, ნუშის, ჯანაშიას, ხევძმარის, რომელაშვილის, მუხიანის, მონადირეს, ფირცხალავას და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას 26 მაისის მოედნის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, აბანოს, ბოტანიკურის, სამღებროს, საადის, გორგასლის და ირგვლივის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის V მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის, ქერჩის და ბიჭვინთის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის და მცხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930