გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „იმედზე“ რომ გაილაშქრეს, კოლინ პაუელის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?

14-08-2019

„არ გავიხსენებ ტალიავინის კომისიის დასკვნას, არც PACE-ს 2008 წლის რეზოლუციას, რომელსაც ნაცპარლამენტარებმა მოაწერეს ხელი. პაუელის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?“, - წერს ექსპერგი გია აბაშიძე.

"იმედზე" რომ გაილაშქრეს, კარგი, არ გავიხსენებ ტალიავინის კომისიის დასკვნას, არც PACE-ს 2008 წლის #1633 ოქტომბრის რეზოლუციას, რომელსაც ნაცპარლამენტარებმა მოაწერეს ხელი. აი, კოლინ პაუელის (გახსოვთ, სააკაშვილის პირველ ინაუგურაციას რომ დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში) ამ განცხადებაზე თავის დროზე და ახლა არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?“, - წერს გია აბაშიძე და ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწის კოლინ პაუელის 2008 წლის ინტერვიუს აქვეყნებს.

21.09.2008.პაუელი: რუსები მოიქცნენ უხეშად და უგუნურად. სრულიად განჭვრეტადი იყო თუ რას მოიმოქმედნენ ისინი. ჯარების მობილიზება მათ მიერ დანახვადი იყო.და ვფიქრობ, რომ სრულიად უგუნური იყო პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიერ კასრის წაქცევა და ასანთის გაკვრა იმ ოთახში, რომელიც საწვავით იყო სავსე.

ჟურნალისტი ქრისტიან ამანპური: თქვენ ამბობთ, რომ ქართველებმა მოახდინეს პროვოცირება?
პაუელი: დიახ, მათ მოახდინეს. იმას ვგულისხმობ, რომ რეგიონში პროვოცირების უამრავი მიზეზი არსებობდა, მაგრამ იმ ასანთის გაკვრა, რომლითაც შეტაკება დაიწყო, საქართველოს მხრიდან იყო. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930