გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ეს ფილმი ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიაა, ეს ფაქტებია და ამ დიდი უბედურების გლობალურად შეფასებას მოითხოვს

14-08-2019

იურისტი, გენდერული საკითხების სპეციალისტი თამთა მეგრელიშვილი „იმედის“ ეთერით გასული ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას ითვლის, თუმცა, ეს ისტორია არცერთ ეტაპზე არ მეტყველებს მხარეთა შორის რაციონალურ და ურთიერთთანასწორობაზე დამყარებულ კავშირზე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელსაც ყველანი შევესწარით.2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები მეტად მძიმე აღმოჩნდა ქართველი მოსახლეობისთვის, რომელთაგან ნაწილი საკუთარ მიწა-წყალზე ხელმეორედ იქცა ლტოლვილად. დაკარგულ ტერიტორიებზე მდებარე სოფლების რაოდენობამ 116 შეადგინა. აქედან 20 სოფელი შიდა ქართლში, ფრონეს, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში შედიოდა.

ოკუპირებული იქნა, ასევე ახალგორის რაიონის 72 სოფელი, ასევე 23 სოფელი ზემო აფხაზეთში. აგრეთვე, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.

ომის შედეგად დაიკარგა კოდორის ხეობა, ახალგორი, ოკუპანტებმა დაიკავეს სოფელი პერევი.
ქართულმა სახელმწიფომ, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სამხედრო და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურმა ინფრასტრუქტურამ; სერიოზულად დაზარალდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რამაც უარყოფითად იმოქმედა უცხოურ ინვესტიციებზეც; შეჩერდა ქვეყნის „ნატო“-ში გაწევრიანების პროცესი.2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ქსნისა და ფრონეს ხეობებში, ახალგორში, საერთო ჯამში 148 650 ჰექტარი მიწა დაიკარგა, გარდა ამისა, „მცოცავი“ ანექსიის შედეგად, 55 ჰექტარი მიწის ფართობი მავთულხლართებში მოაქციეს....2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც სათავეში შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ჩაუდგა.

კომისიაში, ასევე, შედიოდნენ, ექსპერტები სამხედრო და იურიდიულ საკითხებში. მათ შორის იყვნენ: ფრანგი გენერალი გილეს გალეტი, შვეიცარიელი გენერალი კრისტოფ კეჩკისი, გერმანიიდან ოტო ლუხტერჰანდტი და ენ პეტერსი, კომისიის შემადგენლობაში იყო, ასევე, ბრიტანელი პოლკოვნიკი კრისტოფერ ლანგტონი. კომისიის დასკვნა 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ჰაიდი ტალიავინის კომისიის 1063 გვერდიანი დასკვნა ორივე მხარის, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის მიმართ, არათანაბარ შეფასებებს შეიცავს.

საქართველოში მომხდარი კონფლიქტის ფაქტების მომძიებელი დამოუკიდებელი მისიის ანგარიშის მიხედვით (ე.წ. ტალიავინის კომისია) შეიარაღებული თავდასხმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ არმიის წინააღმდეგ საქართველომ დაიწყო ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2008 წლის 7 აგვისტოს, 23 საათსა და 35 წუთზე, გაცემული ბრძანების მიხედვით. თუმცაღა, ანგარიშში ნახსენებია, რომ „7 აგვისტომდე ადგილი ჰქონდა სპონტანურ მოქმედებებს, რომელთა მიმდინარეობის დროსაც უცნობი იყო, თუ ვინ ვის უკეთებდა პროვოცირებას...იმის გამო, რომ მისიას არ შეუძლია განსაზღვროს, თუ რა ზომამდე ჰქონდა რუსეთს „სამხრეთ ოსეთზე“ ეფექტური კონტროლი, რუსეთს ვერ მიეწერება „სამხრეთ ოსეთში“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა. ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში ომის დამწყებად საქართველო სახელდება, თუმცა იქვე აღნიშნულია: „ქართული მხარის მტკიცება, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რუსული სამხედრო ძალის შემოსვლის შესახებ, დადასტურდა. კომისია საკმარისად არ მიიჩნევს აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს...

ეს ფილმი ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიაა,ეს ფაქტებია და ამ დიდი უბედურების გლობალურად შეფასებას მოითხოვს!ჩვენ ამაყი, ძლიერი, ღირსეული ერი ვართ! უამრავი გმირის ისტორიით და ნამდვილად ვერავინ დაგვაჩოქებს,მაგრამ სისხლისღვრის შეუფასებელი დანაკარგი, დროაგაწონასწორებული საგარეო პოლიტიკური კურსით შევცვალოთ.

ალბათ გახსოვთ,რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან სულ რაღაც ორ თვეში, თვით დიდი სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენის სურვილით გამოვიდნენ, რაც იმაზე მიუთითებდა და მიუთითებს, რომ საქართველოს სასარგებლოდ პრობლემის გადაჭრის საერთაშორისო პოლიტიკა, (მიუხედავად დასავლეთის მხარდაჭერისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მიღებული უამრავი მხარდამჭერი რეზოლუციისა,)ნაკლებად ეფექტურია.

გვჭირდება პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, რაც რუსეთთან დიალოგს და პარტნიორულ თანამშრომლობას ითვალისწინებსდროა ავირჩიოთ გაწონასწორებული, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური კურსი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”. სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული.
ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930