15-08-2019
„შესანიშნავი ანალიტიკური ფილმი-"ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს"-ასე აფასებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ფილმს.
„ესაა ავტორების მიერ ნაჩვენები სიმართლე ომის შესახებ, უფრო სწორად პიარს გადაყოლილი და ძალაუფლების შენარჩუნებას თავშეწირული ნაცხელისუფლების კატასტროფით დამთავრებული ხუთდღიანი ომი, რომლის შედეგადაც განუზომლად განიმტკიცა რუსეთმა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, რაც გამოიხატა საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარის უკან შემოაბრუნებით, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვით მიშას და მისმა არმადას“-წერს გვენეტაძე.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”. სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული.