15-08-2019
ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა სრულად გაითიშება. შედეგად, 17 აგვისტოს 09:00 საათამდე მუნიციპალური ცხელი ხაზი ვერ იმუშავებს.
ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.