15-08-2019
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.
უწყების ინფორმაციით, ბაზრებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება. სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა, მათგან 7 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, თუმცა, სააგენტოს მითითების შესრულების შემდეგ, მათ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი.