გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

15-08-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3I, X კვარტალების, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ),თამარ მეფის გამზრის, სანაპიროს, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, აგლაძის, ყიფიანის, ცაბაძის, ფოთის, ევდოშვილის, ქინძმარაულის, რქაწითელის, გორგასლის, გულუას, საფერავის, შუამთის, ნაკადულის, აბაშვილის, კალოუბნის, კაკლიანის, ზემო მეტალურგიის, ჩხავერის, თაკვერის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველასVII კვარტლის, ქოშიგორას დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის(ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქავთარაძის, უდაბნოს მონასტრის და დიღმის ქედის მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06 საათიდან 09 საათამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის(ნაწილობრივ)მაცხოვრებლებს, 09 საათიდან 20 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ)მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე მუხიანი II მიკრორაიონის და დუმბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე ევროპის მოედნის, რუისის, ჯორბენაძის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, მეტეხის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე მოსაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930