გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზს დღეს დიპკორპუსის წარმომადგენლები მოინახულებენ

15-08-2019

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გუგუტიანთკარში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავლენ.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ ვგეგმავთ დიპლომატიური კორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში.

მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.
7აგვისტოსვე გააკეთა განცხადება და ოფიციალური კომენტარი, გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან;
8აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის;

იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების მოქმედებები; იყო გამოხმაურებები სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც.

გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.

ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან:

- მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

- აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან

- რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ
დიპლომატიურ კორპუსთან.

- საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.
საერთაშორისო პარტნიორები, განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას და შესაბამის რეაგირებას. კერძოდ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია; აშშ; გერმანია; დიდი ბრიტანეთი; სლოვაკეთი“-აცხადებს დიპლომატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930