16-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება „თბილისი გალერის“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.