16-08-2019
"15 აგვისტოს, 22:15 საათზე, "გალერია თბილისის" ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც მოხდა სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება.
"გალერია თბილისის" ტექნიკურმა სამსახურმა ძალიან სწრაფად შეძლო ალის ჩაქრობა" - ნათქვამია "გალერია თბილისის" განცხადებაში.
ასევე დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება.
ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.
"უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამჟამად გალერია თბილისში მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემების შემოწმება. დღეს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს H&M-ის მაღაზია და პარკინგი. დანარჩენი ობიექტების გახსნის ზუსტი დრო გამოქვეყნდება დღის მანძილზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო" - წერია "გალერია თბილისის" განცხადებაში.