გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ გუგუტიანთკარში დილიდან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ

16-08-2019

სოფელ გუგუტიანთკარში დილიდან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ. ისინი ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ხელოვნური უკანონო ბარიერების აღმართვა ჯერ არ განუახლებიათ. ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ვითარებას აკვირდებიან.


თუმცა უკანონო ბორდერიზაციის შედეგი უკვე სახეზეა. ოკუპანტები ე.წ. საზღვარს რკინის ბოძებით და მასზე დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერებით ავლებენ.


მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ორი საცხოვრებელი, სახნავ-სათესი სავარგულები და სარწყავი სისტემა, რომელსაც, სავარაუდოდ, ოკუპანტები გააკონტროლებენ.


მოსახლეობას რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანოს და მშობლიურ სახლებს გამოემშვიდობოს.


ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930