გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი თუ გააკეთებდა უპრეცენდენტო პროექტი იქნებოდა, დღეს არ ვარგა და საფრთხეა? რუსები ადვილად შემოვლენ, თემურლენგი გაცოცხლდება და ჯალალედინი მობრუნდება?

16-08-2019

სააკაშვილი თუ გააკეთებდა უპრეცენდენტო პროექტი იქნებოდა, დღეს არ ვარგა და საფრთხეა? რუსები ადვილად შემოვლენ, თემურლენგი გაცოცხლდება და ჯალალედინი მობრუნდება? - ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და კობი-ქვეშეთის ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.

მისი თქმით, სავტომობილო და სარკინიგზო მაგისრტრალების, საკომუნიკაციო ხაზების განვითარება მართლაც პრიორიტეტული უნდა გახდეს.

,,გამოვა ვიღაც და დააბრეხვებს ესა და ეს პროექტი არ უნდა გაკეთდეს ვინაიდან სამხედრო საფრთხის შემცველია, მით უმეტეს თუ არსებული ხელისუფლება აკეთებს. არა თუ სააკაშვილი გააკეთებდა უპრეცენდენტო პროექტი იქნებოდა. დღეს არ ვარგა საფრთხეა, რუსები ადვილად შემოვლენ, თემურლენგი გაცოცხლდება, ჯალალედინი მობრუნდება და ასე შემდეგ. 

ისე, სამხედრო საფრთხე, რომ აიცილო მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები უნდა ჩაატარო-უნდა განსაზღვრო და გაწერო მოწინააღმდეგის სავარაუდო და შესაძლო მოქმედების გეგმები, შენი გეგმები, უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა, კავშირგაბმულობა, ევაკუაცია....საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ხარისხი....პოლიტიკური ელიტის სიმტკიცე (რა ვქნა სულ ბრძოლის ველიდან გამოქცეული ყოფილი მთავარსარდალი მახსენდება). ეს ისე ძალიან მოკლედ და მარტივად სანამ რამეს დააბრეხვებთ...
თუ კი ეს პროექტი უზრუნველყოფს მზარდი საავტომობილო მოძრაობის გამავლობას, თუ კი არ ზიანდება ისტორიული-კულტურული ძეგლები, არ აზიანებს გარემოსა და ბუნებას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის ფინანსურ გაძლიერებას, რა არის ამაში ცუდი? 

ჩვენ არ გაგვაჩნია ნავთობი და გაზი, ჩვენი ერთერთი კოზირი ადგილმდებარობა და მისი გონივრულად და რაციონალურად გამოყენებაა, აქედან გამომდინარე სავტომობილო და სარკინიგზო მაგისრტრალების, საკომუნიკაციო ხაზების განვითარება მართლაც პრიორიტეტული უნდა გახდეს"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930