16-08-2019
ხშირად მიწოდებია ოპოზიციისთვის და მათი ბელადისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ამება, ინფუზორია, პოლიტიკური გვამი და ა.შ. - ამის შესახებ ეკონომისტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი წერს.
მისი თქმით, ჯობი-გუდაურის პროექტის განხორციელაბა, რომელსაც ახლა სააკაშვილი აკრიტიკებს, სწორედ მასვე სურდა.
"აი, ახლა ერთ ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვებით და მიხვდებით, თუ რატომ არ ვიშურებ მათთვის ზემოთ მოყვანილ ეპითეტებს.
როგორც იცით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე იწყება ახალი გზის მშენებლობა, რომელიც პრაქტიკულად დამატებით ჟანგბადს მიაწვდის გუდაურს და ყაზბეგს. მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამთო კურორტების ტურისტულ პოტენციალს და, მოკლედ, ძალიან მაგარი პროექტი კეთდება.
გამოხტა ეს ქვეყნის მტერი სააკაშვილი და კობი-გუდაურის პროექტს უწოდა პუტინის დაკვეთა. ამ ნახევარუჯრედიანმა ალბათ ვერ გაიხსენა, რომ ამ პროექტის განხორციელებას თავად აპირებდა, უბრალოდ ერთი ადგილი არ ეყო და სწორედ უნიათობის(!) გამო თვითონ ვერ გააკეთა.
ახლა წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორ განცხადებას და შეფასებები თქვენთვის მომინდია.
15.08.2019 წელი:
„ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
10.04.2012 წელი:
“ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება”, – განაცხადა სააკაშვილმა " - წერს ეკონომისტი.