16-08-2019
"თავისუფლების ინსტიტუტი" აღდგა - ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
"ამბავი მაქვს მეთქი, ადრე ვთქვი!
უკვე რეესტრში წავიდა დოკუმენტები და გამოვაცხადებ!
თავისუფლების ინსტიტუტი აღდგა!
სამი მიმართულებით იმუშავებს:
1) ეკონომიკური პოლიტიკა
2) მართლმსაჯულება
3) საგარეო პოლიტიკა
დირექტორი იქნება სალომე ხვადაგიანი.
დანარჩენ ამბებს ცალკეული პროგრამების დაანონსებისას მოვყვებით!
მოკლედ, მასონთა ლოჟა ადგილზეა და ფორმაში დგება!" - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალრ ქსელში.