17-08-2019
თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ექსკალატორზე მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა. მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მოსვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევა გუშინ 17:45 საათზე მოხდა.