გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში, მტკვარში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

17-08-2019

რუსთავში, მტკვარში მამაკაცი დაიკარგა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მდინარის პირას იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ტანსაცმელი გაიხადა და წყალში შევიდა.


მეთევზეების თქმით მას შემდეგ რაც მამაკაცი არ გამოჩნდა მათ 112-ზე დარეკეს.


ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.


მოხდა მტკვრის კალაპოტის დათვალიერება, მოგვიანებით კი ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო სამუშაოები შეჩერდა.


მტკვრის პირას ნაპოვნია დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები, ტანსაცმელი და რვეული რომელშიც სავარაუდოდ ლექსებს წერდა.


შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".


სამძებრო სამუშაოები მტკვარში დილიდან განახლდა.



inforustavi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930