17-08-2019
ზუგდიდის ბულვართან ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.