გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხელი ჩხენკელი: აკრედიტაციის მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში, ხარისხიან განათლებას მიიღებენ  

21-02-2018


 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის ამაღლებას და რეალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ემსახურება.

 

მინისტრის თქმით, მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაში განათლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამიტომ, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ  სტუდენტების მიერ მიღებული დიპლომი მაღალი ხარისხის განათლების დამადასტურებელი საბუთი იყოს:

 

ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესის მიზანია, საზოგადოება, სტუდენტები, და მათი მშობლები არ დარჩნენ მოტყუებული. იცოდნენ რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტი ხარისხიან განათლებას მიიღებს“ - განმარტა მიხეილ ჩხენკელმა.

 

მინისტრის თქმითვე, სამინისტრო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება, ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესს და ობიექტურ გარემოებებს, რაც ბევრი უმაღლესი სასწავლებლისთვის განვითარებისა და განახლების შესაძლებლობაა მაგრამ, ისინი, ვინც დაწესებულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ავტორიზაციას ვერ მიიღებენ.

 

მინისტრმა ახალგაზრდებს განუმარტარომ უმაღლესი განათლების მიღმა არცერთი სტუდენტი არ დარჩება. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობას იმ უმაღლესების სტუდენტებისათვის, რომლებსაც ავტორიზაცია შეუწყდათ. სტუდენტებს შეეძლებათ სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაშიც ცენტრი კონსულტაციებით და სასწავლებლებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.

მიხეილ ჩხენკელმა მზადყოფნა გამოთქვა ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს პირადად დღესვე შეხვდეს და ამ თემაზე უფრო დეტალურად ესაუბროს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930