17-08-2019
სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"სახელმწიფომ კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები. მათ, ამის ნაცვლად, გამოიყენეს ყველანაირი პიარ ხრიკი და დაადანაშაულეს სახელმწიფო ხელისშეშლაში და უფრო მეტიც - მოღალატეობაში. სახელმწიფო მერამდენე წელია მშვიდად იტანს ამ შემოტევას და ელოდება როდის შეასრულებს კონსორციუმი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობისგან და დროა, ბოლო მიცემულ ვადაში შეასრულოს ეს ვალდებულებები. სხვა შემთხვევაში, კვლავ სახელმწიფო იზრუნებს, რომ აშენდეს საერთაშორისო კლასის კომპლექსი საქართველოში. ქვეყნის განვითარება, გარკვეულწილად, სწორედ ამ პროექტზეა დამოკიდებული, შესაბამისად, აუცილებლად დასრულდება ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმე!" - წერს თამარ მახარობლიძე.