17-08-2019
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გახსოვთ მიშა რომ გვაბოლებდა ტრამპი ბათუმში ინვესტიციას დებსო და სინამდვილეში რომ აღმოჩნდა ტრაპმის სახელი ჰქონდა ნაყიდი ქართულ კომპანიას, რომელსაც მერე თავის აშენებულ შენობას დააწერდა? ის სქემა ყოფილა ამერიკული „კონტი ჯგუფის“ არსებობა ანაკლიის პორტის პროექტში.
ჯერ ამოგვიყვანეს ყელში კონტი ჯგუფი არის ჩვენთან და როგორ თუ ჩვენ პორტს ვერ ავაშენებთო. როგორც იქნა აღიარეს, რომ „კონტი“ რეალურად არც ყოფილა პროექტში. ფუფალა გამახსენდა „ნატვრის ხედან“ – „არცა შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონეო“, რომ ამბობს. ტრაგიკულია, ესეც კი.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონსორციუმის ქმედებებში ბევრი ეჭვი ჩნდება. სამწუხაროდ, „კონტის“ ჯგუფის გასვლა, ამის შესახებ გვიანი განცხადება ამ ეჭვს კიდევ აძლიერებს. სახელმწიფო, ადრეც და ახლაც ადასტურებს თავის მხარდაჭერას ანაკლის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. კონსორციუმი კი თავის ქმედებებით თითქოსდა ხელისშემლელად იქცა პროექტის განხორციელებაში“- წერს ნიკოლეიშვილი.