გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფი კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

17-08-2019

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკულ ჯგუფ „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

უცვლვლელად გთავაზობთ ექსპერტის "ფეისბუქ" პოსტს ამ საკითხთან დაკავშირებით:

"დღეს გავრცელდა „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ მიერ განცხადება, რომლის თანახმადაც სამინისტრო მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე;

მიმაჩნია, რომ ამ განცხადებამ პრაქტიკულად დაადასტურა ამ პროექტის ირგვლივ ადრეც არაერთხელ გამოთქმული ეჭვები კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებების ვერ შესრულების თაობაზე.

რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფი კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად და სხვა კონკურენტებვის ჩანოსაცილებლად, რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ იყო.

ამასთან, სამინისტროს მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებიდან ასევე ირკვევა, მეტად საინტერესო კიდევ ერთი დეტალი. კერძოდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, "კონტი ჯგუფს" არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში!.

„კონტი ჯგუფის“ პროექტში მონაწილეობა რომ რეალურად ერთგვარი ბუტაფორია იყო, დასტურდება თუნდაც 2018 წლის 6 დეკემბერს "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტის კურტ კონტის მიერ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვებითაც.

აქედანაც ჩანს, რომ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების 7 ჯერ გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმა“ ვერ უზრუნველყო ვერც საკუთარი კაპიტალის შევსება, და ვერც ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები წარდგენა, სესხის მიღების თაობაზე. კონკურსის პირობის თანახმად, კონსორციუმის მიერ, უნდა მოძიებულიყო კომერციული ინვესტორი, რომელიც მოახდენდა პროექტის სრულ დაფინანსებას, უზრუნველყოფდა როგორც პორტის ოპერირებას, ასევე ტვირთების მოზიდვასაც ანუ მთელ კომერციულ მხარეს, ბუნებრივია კომერციული, მათ შორის ე.წ ტვირთბრუნვის რისკის (Traffic Risk) ჩათვლით; პირიქით, ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს პროექტის ხელისშეშლაში სახელმწიფო იყო დაინტერესებული, რადგან არ სურდა კომერციული რისკების აღება; ახალი დამატებითი პირობების წამოყენებაც, რაც ბანკების მხრიდან კრედიტის გამოსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან თვირთბრუნვის რისკების დაზღვევას და კომერციული რისკის დაზღვევას ანუ სესხის უზრუნველყოფას მოითხოვდა და რაც სატენდერო პირობებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებილი, ამ სტრატეგიის ნაწილი იყო და რეალურად ქმნიდა წინაპირობებს პროექტის დროში გასაწელად და პროექტის ხელისშეშლაში აქეთ სახელმწიფოს დადანაშაულებისათვის!.

ბანკების მხრიდან კონსორციუმისათვის სესხის არ
გამოყოფის მიზეზი და დამატებითი გარანტიების მოთხოვნა კი გამოწვეული იყო არა სახელმწიფოსადმი ვალდებულებების აღების მოთხოვნით არამედ იმით, რომ კონსორციუმს, თუ ამერიკულ კომპანიას გამორიცხავთ, უბრალოდ არ ჰქონდა 400 მილიონი დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად სათანადო ფინანსური აქტივი!.

ვფიქრობ, სწორედ ეს არის ძალზე ნიშანდობლივი გარემოება, რადგან კონსორციუმის და თავად ხაზარაძის მხრიდან ეს თემა არაერთხელ იქნა წამოწეული და მთელი პიარ კამპანიაც ამ მიზანს ემსახურებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თი ბი სი ბანკის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება გასული წლის ივნისში დაიწყო, ანაკლიის პროექტის თემის თი ბი სი ბანკზე მიბმაც ლოგიკურად მოჩანს!.

დღევანდელი განცხადებიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ მართლა სტრატეგიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ვიცე-პრემიერმა, მათ შორის, მაღალი ტრიბუნიდან და საერთაშორისო პარტნიორებთან დაადასტურეს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ისიც ითქვა, რომ მთავრობა დაინტერესებულია მის მიერ დონორებთან და კონსორციუმთან ერთად პროექტში ჩადებნული ძალისხმევა არ დაიკარგოს და კონსორციუმმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება;

ერთი რამ კი ცხადი ხდება. კონსორციუმის მხრიდან მორიგი განცხადებების კეთება, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის მიუხედავად, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, დიდი ალბათობით არის მორიგი ბლეფი და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში ოქტომბრამდე დიდი დრო ნამდვილად არ არის დარჩენილი" - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930