17-08-2019
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკულ ჯგუფ „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე პოსტს აქვეყნებს.
„ანაკლიის პორტის თემა რთულია და ჩვეულებრივ ადამიანებს უჭირთ მის დეტალებში გარკვევა. ეს ბუნებრივია.
ხაზარაძემ შექმნა კონსორციუმი და გააჩინა განცდა, რომ მის გარდა ამ პროექტში სერიოზული კომპანოებიც მონაწილეობდნენ. რეალურად ეს კომპანიები ნომინალურად არსებობდნენ. პროექტის რენტაბელობის განცდის შესაქმნელად მან დაიწყო თავისი ფულის ხარჯვა. დიდი ალბათობით, ეს ფული ისევ მის ქვეკომპანიებში მიდიოდა.
ბანკებმა კონსორციუმს სესხის სანაცვლოდ გარანტიები მოსთხოვეს, განსაკუთრებით ტვირთების უზრუნველყოფის საკითში. სახელმწიფო კონსორციუმს ყველაფერში გაყვა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესს აზიანებდა და სწორედაც მოიქცა. თუ ყველა რისკს სახელმწიფო იღებდა, თანაც გაუმართლებელს. რატომ უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი კონსორციუმს სახელმწიფოს ხარჯზე? საბოლოოდ „კონტი ჯგუფი“, ოფიციალურად გავიდა პროექტიდან იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ასეთი კომპანიები უფრთხილდებიან თავის იმიჯს და ერიდებიან საეჭვო კონსოციუმის მიერ ინიცირებულ პროექტში მონაწილეობას.
ახლა კონსორციუმი ირწმუნება, რომ კონტის გასვლით პროექტს არაფერი ემუქრება. მთავარია არსებიბს პორტის მშენებლობის პროექტი. საბოლოოდ, ისმის ერთი კითხვა - თუ ფულს სახელმწიფო და ბანკები დებენ, რისკს სახელმწიფო იღებს, მშენებლობასა და მართვაში გამოცდილი კომპანიები მონაწილეობენ, რაში მგომარეობს ხაზარაძის როლი? სახელმწიფოს ხარჯზე მოგების მიღებაში? პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებასა და პოლიტიკური ამბიციების რეალიზებაში?“ - წერს თამარ კიკნაძე.