გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: მარგველაშვილი ცდილობს ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის

21-02-2018

სახელმწიფო ინსტიტუტებს არღვევს, როდესაც ერთი გარკვეული ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობენ, არ ჩაეტიონ თავიანთ ფარგლებში და გადიან ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას უთხრა. 

„დღეს გიორგი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, საპარლამენტო რესუბლიკის მოდელში ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის. ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა, რადგან გასკდება და დაიხევა. ამას უკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ ჩაეტევა იმ ჩარჩოებში, რაც ახალმა კონსტიტუციამ გასაზღვრა, მაშინ ყველაფერი თავის ნორმაში ჩაჯდება. ჩვენ ვერ ვხედავთ მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ისეთ რამეს აკეთებდეს, რის გაკეთებასაც დღეს მარგველაშვილი ცდილობს. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოდელი, რომელიც შექმნა 2010 წელს სააკაშვილმა და რომელიც განმტკიცდა ახლა ბოლო ცვლილებებით, ეს არის დაახლოებით ის მოდელი, რაც არის გერმანიის კონსტიტუცია და ზოგადად, რაც არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია.


presa.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031