18-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.
1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს - ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.
შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.