გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქე თავისი დისშვილის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილში, მძღოლის - 1993 წელს დაბადებული მ.ა.-ს გვერდით მჯდომმა მოქალაქემ - 1991 წელს დაბადებულმა პ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ავტომობილის კარი და საბურავი.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალმა - მ.ა.-მ, თანამზრახველ მამაკაცთან - პ.გ.-სთან ერთად, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით დაგეგმა თავდასხმა დაზიანებული ავტომობილის მფლობელზე.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე თბილისში დააკავა.

გამოძიება ავტომანქანის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930