გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როდიდან გაძვირდება თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრობა

18-08-2019

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

ამჟამად მგზავრობის საფასური 1,50 ლარს წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ დღემდე იმოქმედებს ეს ტარიფი. მგზავრებს სამარშრუტო ტაქსებში უკვე ხვდებათ გაკრული განცხადებები, რომ მგზავრობა 2019 წლის 19 აგვისტოდან 1,80 ლარი ხდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას 2 ლარამდე ითხოვდნენ და თვითნებურად დააწესეს კიდეც ეს ტარიფი, რომელიც მალევე გააუქმეს. ხვალიდან კი მგზავრებს 1,80 ლარის გადახდა მოუწევთ.

იგივე რჩება რუსთავი-მაღლივის მიმართულებით არსებული ხაზის საფასური, რომელიც 1,70 ლარს შეადგენს.


იხილეთ თანდართული ფოტო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930