გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცა

19-08-2019

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კანონიერ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლის, კობა ცერცვაძის განცხადებით, მოლაპარაკებებში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება.
„რაც შეეხება საქართველოს 8 მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს საოკუპაციო ძალების მიერ, გუშინდელი დღიდან ინტენსიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი, ინფორმირებული იქნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია, გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი. მოლაპარაკებების შედეგად, დღეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპაციის ხაზთან გადმოგვცეს უკანონოდ დაკავებული პირების კუთვნილი 3 ავტომანქანა. რაც შეეხება თვითონ დაკავებულ პირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს, რათა უკანონოდ დაკავებული პირები, რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან და დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930