გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გონიოს ციხე ხვალიდან ,,რომაული ფესტივალი 2019’’-ს უმასპინძლებს

19-08-2019

მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში საგანგებოდ მოეწყობა რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იქნება, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. მოეწყობა სადღესასწაულო ბაზრობა, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები. ჩატარდება მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. გაიმართება სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა, მათ შორის ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’.

გაიმართება ტურნირი ,,გონიოს თასი’’, სამ სპორტულ სახეობაში: ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა.

ირგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ჩატარების მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930