გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსხვილფეხა წვრილფეხა პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

19-08-2019

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8 პროცენტით ჩამორჩება. 

საქსტატის ინფორმაციით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.9 პროცენტით შემცირდა და ერთი მილიონი სული შეადგინა.

ღორების რაოდენობამ 194.7 ათასი სული შეადგინა, რაც 13.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 4.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მლნ. ფრთა შეადგინა.

აგრეთვე, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში წარმოებულია 193.0 მლნ. ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.8 პროცენტით აღემატება. ხორცის წარმოებამ 15.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 151.1 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით ნაკლებია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930