გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმში 5 წელიწადში დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო

21-02-2018

ბათუმში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სწორედ ამდენი K2 კოეფიციენტის გაზრდის შუამდგომლობით მიმართა მთავრობამ ბათუმის მერიას 2013 წლიდან დღემდე.

აჭარის რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ, არასრულ 4 წელიწადში, ბათუმის მერიასთან ინვესტორებს 167 უშუამდგომლა. უცნობია რამდენ მშენებელს უთხრა უარი.

ზურაბ პატარაძემ, არასრულ 2 წელიწადში, 62 ინვესტორს გაუწია რეკომენდაცია. მთავრობის ინფორმაციით 300 ინვესტორის განცხადება იყო შესული K2 კოეფიციენტის გაზრდაზე.

K2 კოეფიციენტი  ცვლილების მიზეზი უნდა იყოს სამშენებლო ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ან რაიმე გამონაკლისი შემთხვევა.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031