გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

20-08-2019

კურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნა და ტრადიციული დოღი გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობდნენ. გაიმართა ასპარეზობა ქართულ ჭიდაობაში - “ბახმაროს ფალავანი 2019“ ჩოხატაურელი სოსო კუტალაძე გახდა. მარულაში, ზუგდიდელმა მხედარმა საბა ეხვაიამ გაიმარჯვა, რომელსაც ბახმაროს თასი გადაეცა. დოღი კომპანია წყალი მარგებელისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტარები, მოწვეული სტუმრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"სრულიად საქართველოს, გურულებს და ბახმაროში ამოსულ ყველა სტუმარს, ვულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს! მიხარია, რომ უამრავი დამსვენებელი და სტუმარი ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აუცილებელი პირობები შევქმნათ, მომავალ წელს ბახმარო ამ დღეს უფრო მეტად მომზადებული დახვდეს და ეს ულამაზესი ადგილი გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი, გვყავდეს მეტი ვიზიტორი" - განაცხადა გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. 

ბახმაროში მოგვიანებით თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართა რომელიც დილამდე გაგრძელდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930