20-08-2019
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ჟურნალისტები - გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე გაუშვეს.
ინფორმაციასს ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს.
„ნოდარ მელაძე გაუშვეს. ჰოდა მოსვლამდე ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე ფეისბუქზე. უი, და მეც გამიშვეს.. უი, გაბუნიაც გაუშვეს:) უი კვესიტაძეც გაუშვიათ.
კარგია რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა“-წერს ჟორჟოლიანი.