21-08-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის და ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 15 საათამდე ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე აგრარარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გრიგოლ ფერაძის, ეგრისის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, რადიანის და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ირინა შტენბერგის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების,წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის და მუხის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 12 საათამდე გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგრის, ილია ვეკუას და ლიბანის ქუჩების ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.