21-08-2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის.
ეთერში არ გასულა დილის 10-საათიანი და 12-საათიანი გამოშვებები.
ამასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-მა განცხადება გააკეთა:
"არხზე მიმდინარე მოვლენების გამო, "კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავა. დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობს".
გუშინ, 9-საათიანი "კურიერის" წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს.
ასევე, მანამდე ტელეკომპანიიდან გაათავისუფლეს რამდნიმე თანამშრომელი: ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.