გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ესტონეთში ქართველი და სომეხი დიპლომატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

21-02-2018

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, საელჩოებს შორის ტრადიციული საფეხბურთო "დიპლომატ-თასის" (Diplomat Cup) გათამაშების დროს, ფინალურ შეხვედრაში ქართველ და სომეხ დიპლომატებს შორის ჩხუბი მოხდა.


ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა „haqqin.az“ იტყობინება.


გამოცემის თანახმად, მოჩხუბარ დიპლომატ-ფეხბურთელებს მაყურებლებიც წამოეშველნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში მსაჯმა სიტუაციის განეიტრალება შეძლო და ორი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.


მატჩის ძირითადი დრო საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. საბოლოოდ კი, აზრებაიჯანული გამოცემის ცნობითვე, პენალტების სერიაში ქართველებმა იმარჯვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031