21-08-2019
ჟურნალისტი ნინო შუბლაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება, სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„სალამი ყველას სახედაკარგულებსაც! პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს.... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს“- წერს ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.