გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი უმოკლეს ვადებში შეჩერდება

21-08-2019

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლა არის რთული პროცესი, რომელიც პრინციპულ მიდგომებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას მოითხოვს.

„ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმთ, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნას განსაკუთრებული პირობები, რათა თითოეული მათგანი გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. 

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. მე გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინე ჩვენი მოქალაქეებისგან, თუ რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. მინდა ხაზი გავუსვა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, მათ მხნეობას და პრინციპულობას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში ჩემთვის არის ძალიანმნიშვნელოვანი. ეს არის ის გადამდები მუხტი და ენთუზიაზმი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930