გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი ამოქმედდა

22-08-2019

სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, კომპანია „აიქარის“ მიერ პროექტის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისისა და ბათუმის გარდა ელექტრომობილების გაზიარების სერვისი უახლოეს მომავალში სხვა ქალაქებშც დაინერგება.

„ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია მწვანე ეკონომიკა, რომელიც ემსახურება უმთავრეს მიზანს, რომ დავძლიოთ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული ყველაზე მტკივნეული გამოწვევა - სიღარიბე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ სწორედ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც დაგვეხმარება, რომ მივაღწიოთ ამ ყველაზე მთავარ მიზანს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, მახსოვს ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, სკეპტიციზმი ამ იდეის გარშემო. დღეს მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო ხდება ამ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი. საქართველოში უკვე შენდება ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა, მზის პანელების ქარხანა, რომლის მთავარი ბაზარი საქართველოს გარდა იქნება ევროკავშირი. ანუ ჩვენ ვხდებით მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მსგავსი პროექტები ეროვნულ იდეასთან - განათლებასთან ერთად იქნება მთავარი საფუძველი იმისა, რომ საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი 21-ე საუკუნეში.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „აიქარს“ და „აიჯგუფს“, მსგავსი ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. სწორედ აღნიშნული კომპანია განახორციელებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე ამბიციურ პროექტს - ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას ქუთაისში. სწორედ აღნიშნული წარმოება იქნება სავიზიტო ბარათი 21-ე საუკუნეში. რაც მე განსაკუთრებით მახარებს, 2020 წლიდან ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ საქართველოში დამზადებული ელექტრომობილებით. უფრო მეტიც, ამ ქარხანაშ ჩაფიქრებულია, რომ ჩვენ გამოვუშვებთ პირველად საქართველოში შექმნილი დიზაინით ელექტროავრომობილებს და ეს იქნება მართლაც უნიკალური შედეგი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„აიქარმა“ ბათუმში 20 ელექტრო მობილი შემოიყვანა“. ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე კომპანია აიენერჯიმ 10 ელექტრო გასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა. ამ სადგურების რიცხვი დღითიდღე გაიზრდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930