22-08-2019
"იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...“ - ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
„გუშინდელი ამბებიდან, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ნიკა გვარამიას თავისი უკვე ყოფილი ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფა და შანტაჟი იყო - აა, დარჩენას გადაწყვეტთ, რა პრობლემაა, თქვენს პრემიებსაც გამოვფენთ! იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს მის ამ განცხადებაში, ვერ ვხვდები, „რ2“-იდან წასულებმა, თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან?“ - წერს შავერდაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.