გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

22-08-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნიკო მარის, სააკაძის, ილურიძის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, სვერის, ეროსი მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, ზაჰესის, ჯანელიძის, მელქისედეკ I-ის, ლომთათიძის და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 17 საათამდე თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 
11 საათიდან 17 საათამდე დედაენის პარკის და სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა კოჯრის მაცხოვრებლები, 
10 საათიდან 18 საათამდე სამგორი-II დასახლების, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 15 საათამდე ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის, იამანიძის, გორის, ქურდიანის, ბათუმის, ვორონინის, სლავა მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის და ცაბაძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის VI კვარტლის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე კი იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930