23-08-2019
თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის „თბილისობა 2019“გახსნის ცერემონიაში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მინსკელ კოლეგასთან, ანატოლი სივაკთან. კახა კალაძე ასევე დაესწრება „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ მინსკში “საპარტნიორო ფონდმა” დააფუძნა.
თბილისის მთავრობის დელეგაცია დაათვალიერებს ავტობუსების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის- “ბელკომუნმაში” ქარხანას და გაეცნობა კომპანია “მაზის” წარმოებას.
თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან მერის მოადგილე ილია ელოშვილი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.