გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

24-08-2019

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი.


ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის და ხანძრის ქრობაში ჩართულია ცოცხალი ძალა.


საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გათენებისთანავე ხანძრის ქრობაში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.




imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930