24-08-2019
ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიიდან სამი ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამი ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს და სათანადო დახმარების შემდეგ სამივე უკვე გაეწერა. სამივე სხვადასხვა დროს შემოიყვანეს",- აცხადებენ საავადმყოფოში.
პროექტ "მანდალას" ერთ-ერთი ორგანიზატორის თემო ხატიაშვილის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცის ნიშნები 20-მდე ახალგაზრდას აღენიშნებოდა, თუმცა აქედან მხოლოდ სამს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.
არასამთავრობო ორგანიზაცია " მანდალა" უკვე მეორე წელია ფესტივალის ტერიტორიაზე მუშაობს. ადგილზე ასევე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 22 აგვისტოს გაიხსნა.
https://www.interpressnews.ge/ka/category/7-regioni?page=1